როგორ ავარჩიოთ ბრილიანტები

გამოქვეყნების თარიღი:

17-07-2014

როგორ  ავარჩიოთ  ბრილიანტები

   საქმეში  ჩაუხედავ  ადამიანს  ეჩვენება  რომ  კარატები  - ერთადერთი  რამაა,  რითაც  განისაზღვრება  ძვირფასი  ქვა.  „8-კარატიანი  ბრილიანტი!“ - ამით  ყველაფერი  ნათქვამია.  სინამდვილეში კარატის (წონის) გარდა  ქვას  გააჩნია  კიდევ  სამი  მნიშვნელოვანი  მაჩვენებელი:  სისუფთავე,  ფერი  და  ფორმა  (ინგლისურ  ენაში  ამას  ეწოდება  4C  წესი:  carat, clarity, color, cut). 


რაშია სხვაობა ოქროს ბრილიანტის კარატებსა და ტროას უნციას შორის ?

გამოქვეყნების თარიღი:

13-07-2014

    რაშია სხვაობა ოქროს ბრილიანტის კარატებსა და ტროას უნციას შორის ?

 თქვენ  უეჭველად  წაგიკითხავთ  მრავალი  სტატია  ოქროს  ფასის  შესახებ,  რომელიც  გამოხატულია  „ x  დოლარში  უნციაზე“. თქვენ  გაქვთ  ოქროს  ბეჭედი  ან  კიდევ  რომელიმე  ოქროს  სამკაული  ან  გიყიდიათ / გეგმავთ  ბრილიანტის  ბეჭდის  ყიდვას,  მაგრამ  სინამდვილეში  გესმით  სახელდობრ  რას  ყიდულობთ?  რა  სხვაობაა  ტროას  ოქროს  ერთ  უნციას  და  ერთ  (ჩვეულებრივ)  უნციას  შორის?  რითი  განსხვავდება  18  და 10 კარატიანი  ოქრო?  რა  სხვაობაა  0,75  და  1 - კარატიან  ოქროს  შორის?  ნება  მიბოძეთ  აგიხსნათ.

„კარატის“  განსაზღვრა.

  ეს  ტერმინი  გამოიყენება  საიუველირო  ნაკეთობაში, მონეტყაში  ან  ზოდში  ოქროს  შემცველობის  საზომი  ერთეულის  (ე.ი. ოქროს  % შემცველობის)  აღწერისთვის.  ქვემოთ  მოყვანილი  ცხრილის  თანახმად.

  ხშირად  ახდენენ ოქროს  კომბინირებას „შემავსებელ  ლითონებთან“  ისეთეთან როგორებიცა:  ვერცხლი,  პალადიუმი,  პლატინა,  ნიკელი  და  სპილენძიც  კი.  იმისათვის,  რომ  შეამცირონ  სუფთა  24-კარატიანი  ოქროს  სირბილე.  ოქროს  რომელიც  შეიცავს  ვერცხლის,  პლატინის  ან  პალადიუმის  ნაწილს,  ეწოდება  „თეთრი“  და  ექნება  კარატების  უფრო  დიდი  ოდენობა. მაშინ  როდესაც  ნიკელის  არსებობას  მივყავართ  კარატების  რამდენადმე  მცირე  მაჩვენებლამდე.  სპილენძი  გამოიყენება  ოქროს  გამძლეობის  გასაზრდელად  და  მისთვის  ოქროსფერ-ვარდისფერი  ელფერის  მისანიჭებლად.  ქვემოთ  მოყვანილია  ოქროს  სიწმინდის  განსაზღვრული  დონეებისადმი  კარატების  რაოდენობის  შესაბამისობის  ცხრილი.  აგრეთვე  „სინჯები“  რომლებიც  გამოიყენება  ზოგიერთ  ქვეყანაში. ისეთში როგორიცაა  იტალია. 


ოქროს სინჯები: 999, 750, 585, 583, 375, 350

გამოქვეყნების თარიღი:

12-07-2014

ოქროს  სინჯები:  999, 750, 585, 583, 375, 350

 

    რატომ  იყენებენ  ოქროს  სინჯს  და  რას  ნიშნავს  ის?  პრაქტიკულად  ყოველთვის  რატომ  ამატებენ  ოქროში  სხვა  ლითონებს?  თუკი  დ.ი. მენდელეევის  პერიოდული  სისტემის  79-ე  ელემენტი  თავისი  მარტივი  ფორმით  ჩაგვივარდებოდა  ხელში - რბილად  რომ  ვთქვათ,  გაგვიკვირდებოდა.

    ყველაფერი  იმიტომაა,  რომ  ოქრო სუფთა  სახით  წარმოადგენს  გაუჯერებელი  ფერის  რბილ,  ძალზე  მკვრივ  ლითონს.  მისი  გამოყენება   საიუველირო  ნაკეთობების  შესაქმნელად  სისულელე  იქნებოდა  და  „მარადიული  ღირებულების“  ნაქები  სიმტკიცე  შეიძლება  დაგვევიწყებინა.  თავის  დროზე,  ჭკვიანმა  ადამიანებმა  მოიგონეს  ოქროში  სხვა  ლითონების  დამატება (ფერადი  არაკეთილშობილური  ლითონების  მინარევს  ლიგატურა  ეწოდება) – „მზის“  ლითონი  არა  მარტო  ციმციმებდა  სხვა  ფერებით,  არამედ  გახდა  მტკიცე  და  ხარისხიანი  ექსპლუატაციაში.  


ოქროს სინჯები და მისი ფერი

გამოქვეყნების თარიღი:

04-07-2014

ოქროს  სინჯები  და  მისი  ფერი  

 

ოქროს  სინჯების  სისტემები

   საიუველირო  ნაკეთობებისთვის  მეტი  სიმტკიცისა  და  გამძლეობის  მისანიჭებლად  გამოიყენება  ოქროს  შენადნობები  სხვა  ლითონებთან.  შენადნობებს,  რომლებსაც  ოქროში  ამატებენ,  ლიგატურა  ეწოდება.  საუკეთესო  ლიგატურა - ეს  ვერცხლი  და  სპილენძია,  იმიტომ,  რომ  ეს  ლითონები  აუმჯობესებენ  შენადნობის  ყველა  ფიზიკურ  მახასიათებელს. სუფთა  ოქრო  ძალზე  იშვიათად  გამოიყენება,  რადგან  ის  ძალზე  რბილია,  ადვილად  განიცდის  დეფორმაციას  და ადვილად   იკაწრება.

მსოფლიო  პრაქტიკაში  მოქმედებს  ძვირფასი  ლითონების  სინჯის  4  სისტემა.  ყველაზე  გავრცელებულია  მეტრული  და  კარატული  სისტემები.