როგორ ავარჩიოთ ბრილიანტები

გამოქვეყნების თარიღი:

17-07-2014

   

 საქმეში  ჩაუხედავ  ადამიანს  ეჩვენება  რომ  კარატები  - ერთადერთი  რამაა,  რითაც  განისაზღვრება  ძვირფასი  ქვა.  „8-კარატიანი  ბრილიანტი!“ - ამით  ყველაფერი  ნათქვამია.  სინამდვილეში კარატის (წონის) გარდა  ქვას  გააჩნია  კიდევ  სამი  მნიშვნელოვანი  მაჩვენებელი:  სისუფთავე,  ფერი  და  ფორმა  (ინგლისურ  ენაში  ამას  ეწოდება  4C  წესი:  carat, clarity, color, cut).

 

სისუფთავე - ეს  ბუნებრივი  ჩანართების  ოდენობა  და  ზომაა,  რომლებიც  გააჩნია  თითქმის  ყველა  ძვირფასს  ქვას.  მართალია  ამ  ჩანართების  უმრავლესობა  მიკროსკოპულია  და  შეუიარაღებელი  თვალით  არ  ჩანს,  მაგრამ  რაც  უფრო  დიდია  ქვა, მით  უფრო  მაღალია  მოთხოვნა  მისი  სისუფთავის  ხარისხისადმი.  ის რაც  არ  ჩანს  წვრილ  ბრილიანტზე  შესამჩნევი  ხდება  საშუალო  ბრილიანტზე. უკვე  არაფერს  ვამბობთ  მსხვილ  ბრილიანტზე. 

 

ბრილიანტის  ყველაზე  გავრცელებული  ფერი - ეს  ოდნავ  შესამჩნევი  ყვითელია.  რაც  უფრო  მეტად  უფერულია  ბრილიანტი,  მით  უფრო  მეტად  ფასდება  ის.  მაგრამ  თუ  ბრილიანტის  ფერი  ინტენსიურია,  კარგად  გამოხატული -   ბრილიანტი  კი  ბუნებრივად  შეიძლება  იყოს  სხვადასხვა  ფერის: ვარდისფერი,  ლურჯი,  მწვანე,  წითელი  და  სხვა - მაშინ  ის  ხვდება  იშვიათი  „ფანტაზიური“  ბრილიანტების  კატეგორიაში  და  უფრო  მეტად  ფასდება. 

 ამასთანავე  განსხვავებები  არაფანტაზიური  ჯგუფის  ფერის  ბრილიანტებს  შორის  (სხვადასხვა  კატეგორიის)  შეიძლება  არ  ჩანდეს  შეუიარაღებელი  თვალით.  ფასები  კი  მათზე  საგრძნობლად  განსხვავდებიან. ბრილიანტის  ის  ფორმები,  რომლებიც  მეტად  გარდატეხავენ  შუქს მაგალითად  მრგვალი,  „იპარავს“  ბრილიანტის  ფერის  ელფერს,  ხოლო  სწორკუთხა  ფორმის  ფანტაზიური  ბრილიანტები  გვეჩვენება  უფრო  გაჯერებული  ფერში.

 

ფორმა - ქვის  არჩევის  მეოთხე  ძალზე  მნიშვნელოვანი  კრიტერიუმია.  სწორედ  მასზეა  დამოკიდებული  პირველი  შთაბეჭდილება  და  ძვირფასეულობის  საგრძნობი  ეფექტი.  ის  რითაც  მაშინვე  განვასხვავებთ  ძვირფას  სამკაულს  ბიჟუტერიისაგან - შუქის  გარდატეხა  ქვის  წიბოებზე.  ის თუ  როგორ  იფანტება  სინათლე  მომაჯადოებელ  ფერთა  სპექტრში.  ფორმა - ეს  ცალკე  სამყაროა!

 მთლიანობაში  რჩევა რომელსაც  ეთანხმება  მსოფლიოს  ყველა  იუველირი  მარტივია:  თქვენთვის  ან  საჩუქრად  არჩევისას  აირჩიეთ  ქვები  თქვენი  პირადი  ემოციური  უპირატესობებით.  მაგალითად,  მართალია  ბრილიანტები  შესამჩნევი  ყვითელი  ელფერით  ნაკლებად  ფასდებიან  ვიდრე  უფერულები,  მაგრამ  თუ  პირადად  თქვენ  მოგწონთ  სწორედ  ასეთი  ოქროსფერი  ბრილიანტი  აიღეთ  ის!

 

 ყველაზე  ხშირად  ჩანართები  რომლებიც  ამცირებენ  ბრილიანტის  სისუფთავეს არ  ვლინდებიან  შეუიარაღებელი  თვალით.მაგრამ  იგივე  ფასში  ნაკლები  კარატულობის  უფრო  სუფთა  ქვის  არჩევით, თქვენ  შეგიძლიათ  ჩადოთ  ამ  არჩევანში  გარკვეული  მნიშვნელობა  და  აზრი.  რომელიც  გეხებათ  თქვენ  ან  მას  ვისთვისაც  განკუთვნილია  სამკაული.