ოქროს სინჯები: 999, 750, 585, 583, 375, 350
გამოქვეყნების თარიღი:
12-07-2014
რატომ იყენებენ ოქროს სინჯს და რას ნიშნავს ის? პრაქტიკულად ყოველთვის რატომ ამატებენ ოქროში სხვა ლითონებს? თუკი დ.ი. მენდელეევის პერიოდული სისტემის 79-ე ელემენტი თავისი მარტივი ფორმით ჩაგვივარდებოდა ხელში - რბილად რომ ვთქვათ, გაგვიკვირდებოდა.
ყველაფერი იმიტომაა, რომ ოქრო სუფთა სახით წარმოადგენს გაუჯერებელი ფერის რბილ, ძალზე მკვრივ ლითონს. მისი გამოყენება საიუველირო ნაკეთობების შესაქმნელად სისულელე იქნებოდა და „მარადიული ღირებულების“ ნაქები სიმტკიცე შეიძლება დაგვევიწყებინა. თავის დროზე, ჭკვიანმა ადამიანებმა მოიგონეს ოქროში სხვა ლითონების დამატება (ფერადი არაკეთილშობილური ლითონების მინარევს ლიგატურა ეწოდება) – „მზის“ ლითონი არა მარტო ციმციმებდა სხვა ფერებით, არამედ გახდა მტკიცე და ხარისხიანი ექსპლუატაციაში.
იმის განსასაზღვრათ, თუ რა რაოდენობის ძვირფასი ლითონია შენადნობში, შემოიღეს სინჯების სისტემა.
ოქროს სინჯი (ინგლ. probe, assay) - ლიგატურის განსაზღვრაა ოქროში, აგრეთვე, სპეციალური ნიშნებია (ბეჭდები), რომლებსაც სვამენ საკონტროლო დაწესებულებები ნაკეთობებში კეთილშობილური ლითონების შემცველობის გარანტირებისთვის.
კანონი მკაცრად აკონტოლებს არა მარტო თვით საიუველირო ნაკეთობებს, არამედ, აგრეთვე, დაწესებულებებს , რომლებიც დაკავებულნი არიან მათი რეალიზაციით. ამიტომ, სანამ გაიგებთ, რა ღირს გრამი ოქრო ლომბარდში, დარწმუნდით ლიცენზიისა და დანარჩენი დოკუმენტების არსებობაში, რომლე-ბიც ახდენენ საწარმოს საქმიანობის რეგლამენტირებას.
დღეისათვის შენარჩუნებულია სინჯების 4 მომქმედი სისტემა, ყველაზე პოპულარულია მეტრული და კარატული სისტემები.
სინჯების კარატული სისტემა
კარატი უდრის შენადნობის წონის ერთ ოცდამეოთხედ ნაწილს, ბრიტანული კარატული სისტემის თანახმად (ის გავრცელებულია აშშ-ში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში). 24-კარატიანი (24K) ოქრო სუფთაა, მასში არ არსებობს რაიმე მინარევი, 14-კარატიანი ოქრო (14K), შესაბამისად, შეიცავს 14 ნაწილ ოქროს და 10 ნაწილ სხვა ლითონს. იუველირები ნაკეთობებისთვის იყენებენ 9, 10, 14, 18 და 24-კარატიან სინჯებს.
სინჯების მეტრული სისტემა
1927 წელი რუსეთში აღინიშნა სინჯების მეტრულ სისტემაზე გადასვლით, ძვირფასი ლითონის წილი აქ განისაზღვრება გრამების რაოდენობით ერთ კილოგრამ საიუველირო შენადნობში. მაგალითად, 1000 გ 750 სინჯის შენადნობში 750 გ კეთილშობილური ლითონია და 250 გ მოდის სხვა მინარევებზე, ანუ ლიგატურაზე. ყოფილი საბჭოთა კავშირის იუველირები ოქროს ნაკეთობების დასამზადებლად იყენებენ 375, 500, 750, 900, 916, 958 სინჯებს.
ადრე არსებობდა ოქროს 583 სინჯიც, რომელიც შეესაბამებოდა დასავლურ, 14K ტოლ სინჯს, თუმცა, დასავლური სინჯი იყო საბჭოთა კავშირისაზე ოდნავ მაღალი. მაშინ შემოვიდა წინადადება რამდენადმე შეეცვალათ ოქროს კლასიკური სტანდარტი 583 სინჯიდან 585 - ზე, ყველაფერი იმისათვის, რომ 1 გრამი ოქროს ღირებულებაში არ ჩამორჩნენ დასავლურ ნაკეთობებს.
სიტყვამ მოიტანა და, ფორექსის ბირჟის ოქრო ვაჭრობაში პოპულარობით არ ჩამორჩება მრავალ გავრცელებულ სავალუტო წყვილს.
თანაფარდობა ოქროს სინჯის სისტემებს შორის
სინჯების მეტრული სისტემა |
999 |
958 |
750 |
585 |
583 |
500 |
375 |
სინჯების კარატული სისტემა |
24 |
23 |
18 |
14 |
14 |
12 |
9 |
სუფთა ოქროს წილი |
99,9% |
95,8% |
75% |
58,5% |
58,3% |
50% |
37,5% |
375 სინჯი – შენადნობში შეიცავს სულ 38% ოქროს (ძირითადი მასა მოდის ვერცხლსა და სპილენძზე), ფერი ვარირებს ყვითლიდან წითლამდე, შენადნობი მქრქალდება ჰაერზე, რადგან ზედაპირზე წარმოიქმნება რკინის სულფიდი.
500 სინჯი – შეიცავს 50,5 % ოქროს (შენადნობის დანარჩენი მასა მოდის ვერცხლსა და სპილენძზე).
585 სინჯი – შენადნობია, რომელიც შეიცავს 59 % ოქროს (ლიგატურული ლითონებია - ვერცხლი, სპილენძი, პალადიუმი, ნიკელი), გამოირჩევა სიმტკიცით, სიმკვრივით, არ მქრქალდება ჰაერზე, შესანიშნავად ექვემდებარება ჭედვას, ამიტომ ფართოდ გამოიყენება იუველირების მიერ მრეწველობაში.
750 სინჯი – 75,5 % ოქრო შედის ამ შენადნობში (ძირითადი კომპონენტებია : ვერცხლი, პლატინა, სპილენძი, პალადიუმი, ნიკელი), ფერთა პალიტრა, აგრეთვე, ძალზე მრავალფეროვანია: ფერი ვარირებს ღია მწვანიდან წითლამდე (ყველა ელფერის). თავისი სიმტკიცის, სიმკვრივის, ადვილი დამუშავების წყალობით ფართოდ გამოიყენება საიუველირო სამკაულების დასამზადებლად.
958 სინჯი – შენადნობი შეიცავს 96,3 % სუფთა ოქროს, პრაქტიკულად არ გამოიყენება საიუველირო ნაკეთობების წარმოებისთვის, ის რბილია და გაუჯერებელი ფერისაა. 958 სინჯის ოქროს თვითღირებულება მეტია, ოქროს სხვა სინჯებთან შედარებით.
999 სინჯი – ფაქტიურად, სუფთა ოქროა, „ბაჯაღლო“ - როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდენ. რბილი ლითონია, განიცდის დეფორმაციას, არ გამოიყენება საიუველირო მრეწველობაში.