ოქროს სინჯები და მისი ფერი
გამოქვეყნების თარიღი:
04-07-2014
ოქროს სინჯების სისტემები
საიუველირო ნაკეთობებისთვის მეტი სიმტკიცისა და გამძლეობის მისანიჭებლად გამოიყენება ოქროს შენადნობები სხვა ლითონებთან. შენადნობებს, რომლებსაც ოქროში ამატებენ, ლიგატურა ეწოდება. საუკეთესო ლიგატურა - ეს ვერცხლი და სპილენძია, იმიტომ, რომ ეს ლითონები აუმჯობესებენ შენადნობის ყველა ფიზიკურ მახასიათებელს. სუფთა ოქრო ძალზე იშვიათად გამოიყენება, რადგან ის ძალზე რბილია, ადვილად განიცდის დეფორმაციას და ადვილად იკაწრება.
მსოფლიო პრაქტიკაში მოქმედებს ძვირფასი ლითონების სინჯის 4 სისტემა. ყველაზე გავრცელებულია მეტრული და კარატული სისტემები.
მეტრული სისტემა მოქმედებს რუსეთში. სუფთა ძვირფასი ლითონის შემცველობა აქ განისაზღვრება გრამების რაოდენობით ერთ კილოგრამ საიუველირო შენადნობში. მაგალითად, 585 სინჯის 1000 გ შენადნობში 585 გ მოდის სუფთა ოქროზე და 415 გ ლიგატურაზე. მეტრულ სისტემაში არსებობს 375, 500, 585, 750, 950 და 999 სინჯები.
კარატული სისტემა - ეს სისტემა გამოიყენება აშშ - სა და ევროპულ ქვეყნებში და ის გათვალისწინებულია მხოლოდ ოქროს შენადნობებისთვის. სინჯი კარატებში გვიჩვენებს სუფთა ოქროს ნაწილების რაოდენობას შენადნობის 24 ნაწილიდან. მაგალითად, 18კ სინჯი ნიშნავს, რომ შენადნობის 24 ნაწილიდან 18 მოდის სუფთა ოქროზე, ხოლო 6 ნაწილი ლიგატურაზე. თუ 18 გავყოფთ 24 - ზე, მაშინ მიიღება 0,75 ანუ 750 სინჯი მეტრული სისტემიდან. კარატულ სისტემაში არსებობს 9, 10, 14, 18, 24 კარატი.
მეტრული და კარატული სისტემების თანაფარდობა:
9 კარატი - 375 სინჯი, სუფთა ოქროს შემცველობა 375 გრამია 1 კგ-ზე. 10 კარატი - საშუალო 375 და 585 სინჯს შორის, სუფთა ოქროს შემცველობა 416 გრამია 1 კგ - ზე. 14 კარატი - 585 სინჯი, სუფთა ოქროს შემცველობა 583 გრამია 1 კგ-ზე.18 კარატი - 750 სინჯი, სუფთა ოქროს შემცველობა 750 გრამია 1 კგ-ზე.
|
ოქროს ფერი
ზოგჯერ ამბობენ, რომ ეს ოქრო - თურქულია, ხოლო ეს - იტალიური, ეს კი - რუსული. სინამდვილეში, თუ ავიღებთ სუფთა ოქროს, მაშინ არ არსებობს ოქროს წარმოშობის დადგენის არანაირი, არც ფიზიკური, არც ქიმიური, არც რაიმე სხვა ხერხი. ხოლო ყველა საიუველირო ქარხანა მოწყობილია ისე, რომ ოქრო, რომლიდანაც ისინი ამზადებენ ნაკეთობებს, მოდის ქარხანაში აბსოლუტრურად სუფთა სახით, და უკვე შემდეგ წარმოების პროცესში მას უმატებენ სპილენძს, ვერცხლს და ცოტაოდენ სხვა ლითონს.
რუსეთში ტრადიციულად პოპულარულია ოქრო მოწითალო ელფერით, ხოლო ევროპასა და ამერიკაში კი - ოქრო მოყვითალო ელფერით. ოქროს მოწითალო ელფერი მიიღება მაშინ, თუ ლიგატურა მეტწილად შედგება სპილენძისაგან, ხოლო ყვითელი ელფერი, თუ ლიგატურა ვერცხლისაა. ეს ტრადიციები გამომდინარეობენ უძველესი დროიდან. ყველა ძველი ოსტატი - იუველირი ცდილობდა ოდნავ მაინც მოეტყუებინა მომხმარებელი საიუველირო ნაკეთობების წარმოებისას.რადგან მყიდველი ყოველთვის მოითხოვდა სუფთა ოქროს და ლიგატურის გაგებაშიც არ იყო (ისევე, როგორც ამჟამად მცხოვრებთა უმრავლესობა), ამიტომ ევროპაში უფრო მეტს უმატებდნენ ვერცხლს, ხოლო რუსეთში კი - სპილენძს.
თეთრი ოქრო - ეს ისეთივე ოქროს შენადნობია, მხოლოდ ლიგატურაა განსაკუთრებულია. ეს ან პალადიუმია, ან ნიკელი. სწორედ ეს ანიჭებს შენადნობს თეთრ ელფერს. თუ ლიგატურა პალადიუმითაა, მაშინ შენადნობს აქვს თეთრი - ფოლადისფერი ელფერი, თუ ნიკელით, მაშინ ოდნავ მოყვითა-ლოა, ხოლო თუ ეს როდიუმის საფარია, მაშინ ნაკეთობა სიცისფრით გამოირჩევა.