რა არის ლიგატურა ???
სუფთა ოქრო ძალიან რბილი მეტალია.მცირე ზემოქმედებითაც კი შეიძლება მისი ფორმის შეცვლა, დაკაწვრა ან სხვა რაიმე სახის დეფორმირება...სწორედ ამიტომ საიუველირო ნაკეთობებისთვის მეტი სიმტკიცისა და გამძლეობის მისანიჭებლად სუფთა ოქროს უმატებენ სხვადასხვა შენადნობებს( მაგ: სპილენძს,ვერცხლს,პალადიუმს და ა.შ ).სწორედ ამ დამატებით შენადნობებს უწოდებენ ლიგატურას.საუკეთესო შენადნობებად-ლიგატურად ითვლება ვერცხლი და სპილენძი იმიტომ რომ ისინი საუკეთესოდ აუმჯობესებენ ნაკეთობის ფიზიკურ მახასიათებლებს.ალბათ გსმენიათ სინჯების შესახებ სწორედ სინჯების საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ თუ რამდენს შეადგენს ნაკეთობაში ლიგატურის და ოქროს რაოდენობა... მაგალითად: 750 სინჯის 1000 გრამ შენადნობში 750 გ მოდის სუფთა ოქროზე ხოლო დანარჩენი 250 გ ლიგატურაზე.