რა არის კარატი ?
კარატი - ეს 200 მგ(მილიგრამი)-ია, 1/5 გრამია. ქვის წონის ერთეულია.
კარატიანობის, ე.ი. წონის მიხედვით, ძვირფასი ქვები იყოფა სამ ჯგუფად: წვრილი - 0,29 კარატამდე, საშუალო - 0,30-დან 0,99 კარატამდე და მსხვილი - 1 კარატიდან და მეტი.
კავშირი ქვის კარატებსა და ზომას შორის, რა თქმა უნდა არის, მაგრამ არაპირდაპირი.
ჯერ ერთი, სხვადასხვა ორგანული შემცველობისას (არაფერს ვამბობთ ქვებზე) გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 1-კარატიანი ქვა გამოიყურება პატარად, ვიდრე, მაგალითად, 0,75 კარატიანი.
მეორეც, თუ 1-კარატიანი ბრილიანტი იდეალური ორგანული შემცველობით უდრის დაახლოებით 6,5 მმ დიამეტრში, მაშინ 2-კარატიანი ბრილიანტი იგივე ორგანული შემცველობით იქნება სულ 8,2 მმ დიამეტრში.
წარმოგიდგენთ ცხრილს ბრილიანტების ზომისა და წონის თანაფარდობის ილუსტრაციისთვის.
ტერმინს „კარატი“ გააჩნია სხვა, საყოფაცხოვრებო ლექსიკაში ნაკლებად გავრცელებული მნიშვნელობები.
მაგალითად ოქროსთან მიმართებაში კარატი - ეს სისუფთავის ერთეულია. სუფთა ოქრო - ეს 24-კარატიანი ოქროა. ოქროს სირბილის გამო, საიუველირო ოსტატობაში მას, ჩვეულებრივ, ურევენ სხვა ლითონებს. ამიტომ შეიძლება შეგვხვდეს გამოთქმა „18-კარატიანი ოქრო“: ეს ნიშნავს, რომ შენადნობში 18 ნაწილი ოქროა და 6 ნაწილი ლიგატურა მაგალითად: სპილენძი,ვერცხლი ან სხვა.
დამოკიდებულება ქვის ფასსა და მის კარატულობას შორის არა პროპორციულია. უბრალოდ იმიტომ, რომ მსხვილი ქვები გვხვდება იშვიათად, ვიდრე წვრილი. და რაც უფრო მსხვილია ქვა, მით უფრო იშვიათია ის. 4-კარატიანი ბრილიანტი გაცილებით ძვირია, ვიდრე 4 ერთკარატიანი ბრილიანტი. ძველ და ახალ სამყაროში სიყვარულში გამოტყდომისა და გრძნობების მარადიულობის ეტალონურ საჩუქრად ითვლებოდა 1-კარატიანი ბრილიანტი.
მაგრამ, თუ გსურთ დაზოგოთ თანხა, არსებობს პატარა ეშმაკობა: აიღეთ 0,97 - კარატიანი ქვა.ვიზუალურად თქვენ ვერ გაარჩევთ მას 1-კარატიანი ბრილიანტისაგან, ეკონომიას კი შეიგრძნობთ იმიტომ, რომ ბრილიანტების ფასი მკვეთრად მატულობს მთელის და ნახევარი კარატის ნიშნულის გადალახვისას.