რაშია სხვაობა ოქროს ბრილიანტის კარატებსა და ტროას უნციას შორის ?

გამოქვეყნების თარიღი:

13-07-2014

 

   თქვენ  უეჭველად  წაგიკითხავთ  მრავალი  სტატია  ოქროს  ფასის  შესახებ,  რომელიც  გამოხატულია  „ x  დოლარში  უნციაზე“. თქვენ  გაქვთ  ოქროს  ბეჭედი  ან  კიდევ  რომელიმე  ოქროს  სამკაული  ან  გიყიდიათ / გეგმავთ  ბრილიანტის  ბეჭდის  ყიდვას,  მაგრამ  სინამდვილეში  გესმით  სახელდობრ  რას  ყიდულობთ?  რა  სხვაობაა  ტროას  ოქროს  ერთ  უნციას  და  ერთ  (ჩვეულებრივ)  უნციას  შორის?  რითი  განსხვავდება  18  და 10 კარატიანი  ოქრო?  რა  სხვაობაა  0,75  და  1 - კარატიან  ოქროს  შორის?  ნება  მიბოძეთ  აგიხსნათ.

„კარატის“  განსაზღვრა.

  ეს  ტერმინი  გამოიყენება  საიუველირო  ნაკეთობაში, მონეტყაში  ან  ზოდში  ოქროს  შემცველობის  საზომი  ერთეულის  (ე.ი. ოქროს  % შემცველობის)  აღწერისთვის.  ქვემოთ  მოყვანილი  ცხრილის  თანახმად.

  ხშირად  ახდენენ ოქროს  კომბინირებას „შემავსებელ  ლითონებთან“  ისეთეთან როგორებიცა:  ვერცხლი,  პალადიუმი,  პლატინა,  ნიკელი  და  სპილენძიც  კი.  იმისათვის,  რომ  შეამცირონ  სუფთა  24-კარატიანი  ოქროს  სირბილე.  ოქროს  რომელიც  შეიცავს  ვერცხლის,  პლატინის  ან  პალადიუმის  ნაწილს,  ეწოდება  „თეთრი“  და  ექნება  კარატების  უფრო  დიდი  ოდენობა. მაშინ  როდესაც  ნიკელის  არსებობას  მივყავართ  კარატების  რამდენადმე  მცირე  მაჩვენებლამდე.  სპილენძი  გამოიყენება  ოქროს  გამძლეობის  გასაზრდელად  და  მისთვის  ოქროსფერ-ვარდისფერი  ელფერის  მისანიჭებლად.  ქვემოთ  მოყვანილია  ოქროს  სიწმინდის  განსაზღვრული  დონეებისადმი  კარატების  რაოდენობის  შესაბამისობის  ცხრილი.  აგრეთვე  „სინჯები“  რომლებიც  გამოიყენება  ზოგიერთ  ქვეყანაში. ისეთში როგორიცაა  იტალია. 

 

კარატი/სინჯი

ოქროს  შემცველობა  [მინარევის  გარეშე]

24 კარატი

99 и მეტი %

22 კარატი/917

91,6%

21 კარატი

87,5%

20 კარატი

83,3%

18 კარატი/750

75,0%

15 კარატი

62,5%

14 კარატი/583

58,5%

10 კარატი/417

41,7%

9 კარატი

37,5%

8 კარატი

33,3%

1 კარატი

4,2%

 

   ზოგიერთ  ქვეყანაში  „კარატი“ (karat) და  „კარატი“ (carat) გამოიყენება  პრაქტიკუ-ლად  როგორც  ურთიერთშენაცვლებადი.  თუმცა ზუსტად  რომ  ვთქვათ სწორი  მნიშვნელობები  მოცემულია  ამ  სტატიაში.  სადაც  “carat“  მიეკუთვნება  ძვირფასი  ქვის  წონას. როდესაც  საუბრობენ  ოქროს, ვერცხლის ან  სხვა  ძვირფასი  ლითონების  ნაკეთობათა  წონის  შესახებ,  მაშინ  მის  აღსანიშნად  იყენებენ   ტროას  უნციებს.  როგორც  ქვემოთ  კილოგრამებს  ან  მეტრულ  ტონებს. 

   თვლიან  რომ  100-პროცენტიანი  სიწმინდის  ოქრო  24 - კარატიანია.  ასე  რომ  თუ  რაღაც  გაკეთებულია  24-კარატიანი  ოქროსაგან. ეს  იქნება  ლითონი  მინარევების  გარეშე. მიუხედავად  ნაკეთობის  ზომისა...  ოქრო - ეს  შედარებით  რბილი  ლითონია. მაღალი  სინჯის  ოქრო  ადვილად  ფუჭდება. ასე  რომ  24-კარატიანი  ლითონი  როგორც  ასეთი  ჩვეულებრივ  განკუთვნილია  სადემონსტრაციო  ან  ცერემონიალური  მიზნისთვის. როგორც მაგალითად ამ  ფოტოსურათზე  რომელიც  გამომსახავს  სუფთა  ოქროსაგან  (99,99999 %) დამზადებულ  100-კილოგრამიან  მონეტას  „კანადის  ჭადრის  ფოთოლი“.    რომელიც  ამჟამად  ღირს  $4 500 000 - ზე  მეტი (100 კგ   32,1507466  ტროას  უნცია   $1400  1  ტროას  უნციაზე).

  MunKNEE.com - ის   მთავარი  რედაქტორი  ლორიმერ   უილსონი  (Lorimer Wilson)  მსოფლიოში  პირველი  100 - კილოგრამიანი  მონეტით.  რომელიც  დამზადებულია  0,99999  სინჯის  ოქროსაგან, ნომინალური  ღირებულებით  $1 მლნ. 

მონეტა  დამზადებულია  კანადის  სამეფო  ზარაფხანას  მიერ.

100 კილოგრამიანი  მონეტა  „კანადის  ჭადრის  ფოთოლი“

   კანონით  ყველა  საიუველირო  ნაკეთობას  გააჩნია  სინჯი. რათა  მომხმარებლებმა  იცოდნენ , რა  ხარისხის  ოქრო  გამოიყენებოდა  მათი  დამზადებისას.  ჩრდილოეთ  ამერიკაში  გაკეთებული  სამკაულები  ჩვეულებრივ  გამოირჩევიან  კარატების  რაოდენობით  (10K, 14K  და  ა.შ.). ხოლო  იტალიურ  ნაკეთობებს  გააჩნია  „სინჯი“ (მაგალითად,  417, 583  და  ა.შ.).  ოქროს  ნაკეთობათა  უმრავლესობას  საცალო  გაყიდვაში  გააჩნია  9-დან  18  კარატამდე.  კარატების  მინიმალური  რაოდენობა ნაკეთობებისთვის,  რომლებიც  იყიდება  აშშ-ში  როგორც  საიუველირო,  შეადგენს  10-ს.  დიდ  ბრიტანეთში  ყველაზე  ხშირად  გვხვდება  9-კარატიანი  ოქრო. 

   ეს  რაოდენობა - 24 - თავდაპირველად  შეიძლება  არჩეული  ყოფილიყო  სუფთა  ოქროს  მარკირებისთვის.  რადგან  ის  ადვილად,  უნაშთოდ იყოფა  2-, 3-, 4-, 6-, 8-  და  12-ზე. ამრიგად,  შეიძლება  ვისაუბროთ  ოქროს  50-პროცენტიან  სისუფთავეზე  (12  კარატი),  ორი  მესამედით  სუფთა  ოქროზე (16 კარატი),  და  ა.შ.  ამრიგად,  9-კარატიანი  ოქრო  იქნება  სუფთა  სამი  მერვედით,  ხოლო  18-კარატიანი  კი - ექვსი  მერვედით  (სამი  მეოთხედით). 

„ტროას“  უნციის  განსაზვრა

   ტროას  უნცია  (ozt) - ეს  იმპერიული  საზომი  სისტემის  ერთეულია. რომელიც  ყველაზე  ხშირად  გამოიყენება  ძვირფასი  ლითონების  წონის და ამრიგად  მისი  ღირებულების  შესაფასებლად. ერთი  ტროას  უნცია  შეესაბამება  ევერდიუპუას  (ჩვეულებრივი  ბრიტანული  საზომი  სისტემა)  1, 09714  უნციას (ე.ი.  9, 714 % - ით  მეტი),  ხოლო  ერთი  კილოგრამი  შედგება  32,1507  466  ტროას  უნციისაგან.

„კარატის“  ( „carat“)  განსაზღვრა

  ეს  ტერმინი  გამოიყენება  ძვირფასი  ქვის, ბრილიანტის  ჩათვლით,  წონის  ერთეულის  აღწერისთვის.  სადაც  ერთი  კარატი  უდრის  200 მილიგრამს. ანუ  ერთ  მეხუთედ  გრამს.  უფრო  წვრილ  ბრილიანტებს  ხშირად  ზომავენ  ერთეულებში  და  არა  კარატებში. სადაც  100  ერთთეული  უდრის  ერთ  კარატს  (ე.ი.  თითოეული  ერთეული  შეადგენს 0,01  ანუ  ერთ  მეასედ  კარატს).

სიტყვა  „კარატის“  წარმოშობა

  სიტყვა  „კარატი“  საწყისს  იღებს  ბერძნულიდან  „kerafion“,  რაც  ნიშნავს  კერატის  ნაყოფს.  ამ  ხის  თესლებს  ერთნაირი  ზომა  ჰქონდათ,  ამიტომ  ისინი  იქცნენ  ძვირფასი  ქვების  წონის  საზომ  ერთეულად. რადგან  ამ  ხის  საშუალო  თესლი  იწონის  200 მილიგრამს,  ამიტომ  ერთი  კარატის  წონაც - 200  მილიგრამია.

კარატის  აბრევიატურა

  აბრევიატურა  „ct“  გამოიყენება  კარატის  შემოკლებული  აღნიშვნისთვის  და  მიეკუთვნება  ერთი  ბრილიანტის  წონას.  შემოკლება  „ct  TW“  ნიშნავს  საერთო  წონას  კარატებში  და  გამოიყენება  საიუველირო  ნაკეთობაში  გამოყენებული  რამდენიმე  ბრილიანტის  საერთო  წონის  გამოსახატავად. 

წონა  და  ზომა  კარატებში

  კარატი  გამოიყენება  სხვადასხვა ძვირფასი  ქვების  წონის  გასაზომადაც,  მაგრამ  ერთი  წონის  სხვადასხვა  ქვები  ყოველთვის  არ  არიან  ერთი  ზომის. იმიტომ  რომ  ზოგიერთ  მათგანს  აქვს  მეტი  სიმკვრივე  ვიდრე  სხვებს.  ე.ი.  ისინი  იტევენ  მეტ  წონას  ნაკლებ  სივრცეში.

კარატებში  ერთი  წონის  ორი  ბრილიანტი  შეიძლება  ღირდეს  სხვადასხვანაირად  სხვა  ფაქტორების  შესაბამისად  (ისეთების,  როგორებიცაა  ფორმა,  ფერი და  სისუფთავე).  კარატებში  წონის  განსაზღვრისას  მნიშვნელოვანია  ვიცოდეთ,  ვისთან  გაქვს  საქმე. 

კარატებში  ზომის  ზრდასთან  ერთად  ბრილიანტის  ფასი  ძლიერ  იზრდება.  რატომ?  იმიტომ  რომ  რაც  უფრო  დიდია  ბრილიანტი, მით  უფრო  იშვიათად  გვხვდება  ის.  ერთი  მილიონი  მოპოვებული  დაუმუშავებელი  ალმასიდან  ერთია  ხოლმე  საკმარისი  ზომის. იმისათვის  რომ  ჯამში  გამოვიდეს  მზა  1-კარატიანი  ბრილიანტი.ასე  რომ  კარატებში  წონის  ზრდასთან  ერთად  იზრდება  არა  მარტო  საერთო  ღირებულება არამედ  ფასიც  ერთ  კარატზე.